ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტომანქანა ქალს დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ავარიის შედეგად დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის გამო მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღელეში ჩავარდა.
"ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: http://www.interpressnews.ge
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაშავებული ქალბატონი ფოთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.