28-29 ოქტომბერს ქ. ხობის დათა ხურცილავას სახელობის მინი სტადიონზე „სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“-ის ფარგლებში, სპორტული ღონისძიება მინიფეხბურთში ჩატარდა. ოლიმპიადის შესარჩევ თამაშებში ჩართული იყო ხობის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდი. გამოვლინდნენ მუნიციპალიტეტების ჩემპიონი გუნდები, რომლებიც მინაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებში და იბრძოლებენ რეგიონის პირველობისათვის. I ადგილი მოიპოვა ხობის N1 საჯარო სკოლამ, II ადგილზე გავიდა ხობის N2 საჯარო სკოლა, III ადგილზე გავიდა შუა ხორგის საჯარო სკოლა. „სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ხობის მუნიციპალიტეტში ოლიმპიადის ჩატარებას ხელი შეუწყო და ორგანიზება გაუწია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა. რეგიონული თამაშების შემდეგ, ოლიმპიადა 2017-ის ფარგლებში, გაიმართება ზონალური, ხოლო შემდგომ კი დასკვნითი (ფინალური) თამაშები.