ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში N2 საბავშვო
ბაღის კეთილმოწყობა დასრულდა. საბავშვო ბაღი, ხობი მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა
ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ გახსნეს. დღეიდან, სასწავლო-აღმზრდელობითი
პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
პროექტის შესაბამისად - შეიცვალა იატაკი, კანალიზაციისა და წყლის სისტემა,
ელექტროგაყვანილობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მოეწყო პანდუსი, გარემონტდა
სამზარეულო და სველი წერტილი, შემოიღობა ბაღი, მოეწყო სათამაშო მოედანი და განახლდა ინვენტარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს საბავშვო
ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან,
ბაღების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. 2013 წლიდან დღემდე აშენდა ერთი, ნაწილობრივ შეკეთდა
22 და სრულად კეთილმოეწყო 4 საბავშვო ბაღი.