ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო. აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნიამ მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ჩარიცხულია 1149, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფებში 331 აღსაზრდელი.