ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად, 2200 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მილ-ხიდები. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ღირებულებაც 560000 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე დასაქმებულია 20 მუშახელი.