ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული
ერთეულის სოფელ საბაჟოში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა
და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სკოლამდე მისასვლელი
გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა
გოჩა ქაჯაიამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა
ზაზა ბუკიამ
დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად, ერთ კილომეტრ
მანძილზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ღირებულებაც
271500 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა გზამშენი პირველი“
ახორციელებს. სამუშაოზე დასაქმებულია 25 მუშახელი.
პარალელურად, სოფელ საბაჟოში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საბავშვო ბაღის გადახურვა მიმდინარეობს.