„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია და საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი)
ბერაია შავღელეს, ახალსოფლის და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ,
საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნეს.
„სოფელ შავღელეში ორი მნიშვნელოვანი
პროექტი განხორციელდა - აშენდა საბავშვო ბაღი და ამბულატორია; მაგრამ სოფლისთვის მთავარ
პრობლემად ცენტრალურ მაგისტრალამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია რჩება. დეპუტატთან,
ირაკლი ბერაიასთან ერთად არ დავიშურებ დროს და ენერგიას, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად.
ჩვენი უპირველესი მიზანია, ყველა სოფელს ჰქონდეს კეთილმოწყობილი გზა და საბავშვო ბაღი“
- აღნიშნა გოჩა ქაჯაიამ.