ხობელ ძიუდოისტთა წარმატება


აბაშაში გამართულ რესპუბლიკურ პირველობაზე, წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ნორჩმა ძიუდოისტებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი მიხეილ მორგოშია) და სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ.
I ადგილი - საბა სიჭინავა (26 კგ. წონითი კატეგორია);
II ადგილი - ლუკა ცქიტიშვილი (38 კგ. წონითი კატეგორია);
III ადგილი - თორნიკე გოგია (34 კგ. წონითი კატეგორია);
III ადგილი - ბაჩუკი ჩაჩიბაია (46 კგ. წონითი კატეგორია);
III ადგილი - დათა გოგია (55 კგ. წონითი კატეგორია);
III ადგილი - ირაკლი ლეფსაია (მძიმე წონა);
პრიზიორ სპორტსმენებს თასები და სიგელები გადაეცათ.