80 წლის ასაკში ცნობილი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა.


ზურაბ სოტკილავა მრავალრიცხოვანი საპატიო ორდენის მფლობელია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მათ შორის, საქართველოს დამსახურებული არტისტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.
„ვერდის ნაწარმოებების ბრწყინვალე ინტერპრეტაციისთვის“ ზურაბ სოტკილავა ბოლონიის მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრად იყო არჩეული.
ქართული ხელოვნების განვითარებისა და მეგრული ფოლკლორის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ზურაბ სოტკილავას ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა; ხოლო, ხობის საერთაშორისო ფესტივალზე („სიმღერა სამეგრელოზე“) მაესტროს 70 წლის იუბილე აღინიშნა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.