1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში. დღეს, 24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. ხობის წმინდა სამების სახელობის
ეკლესიაში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ, აფხაზეთის ომში დაღუპულთათვის პანაშვიდი გადაიხადა. ღვთისმსახურებას,
საზოგადოების წარმომადგენლებთან ხობის მუნიციპალიტეტის
გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.