ხობის
მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო
ღონისძიებები
გრძელდება.
სურსათის
ეროვნული
სააგენტოს
თანამშრომლები სპეციალური ტექნიკისა თერმული ნისლის
გამოყენებით
ამუშავებენ საყანე ფართობებს (მასივებს).
დღეისათვის, თერმული ნისლით საყანე ფართობები დამუშავებულია: ქვემო ქვალონის,
ახალსოფლის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.
სამუშაოები
გრძელდება და გრაფიკის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ
ერთეულში განხორციელდება ფართობების თერმული დამუშავება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შეიქმნა მავნებლის გავრცელების ამსახველი ინტერაქტიული რუკა და მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი.