„კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ (CTC) ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთათვის ახორციელებს პროექტს - „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ფინანსური მართვისა და აღრიცხვის საკითხებში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს მოხელეთათვის „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ წარმომადგენლები მართავენ ტრენინგს „პროგრამული ბიუჯეტირების“ საკითხებზე. სასწავლო-კურსი ,,პროგრამული ბიუჯეტირება” მოიცავს: ბიუჯეტის დაგეგმვასთან, დანახარჯების კონტროლთან, რესურსების ეკონომიურობა-პრიორიტეტულობ ასთან დაკავშირებულ თემებს. „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ პროექტს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.