29 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე, ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. ფინალურ შეხვედრაში ხობის „კოლხეთის“ ნორჩმა ფეხბურთელებმა, ბათუმელი თანატოლები ანგარიშით 4-0 დაამარცხეს და მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდნენ. საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს და ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესო მოთამაშეებად დასახელებულებს თასები და სიგელები გადაეცათ. საფეხბურთო ტურნირში ხობის „კოლხეთის“, ფოთის „კოლხეთის“,აბაშის „ზანას", ოზურგეთის „მგლების", ხონის, ბათუმის, ზუგდიდის და მარტვილის სასპორტო სკოლების 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ტურნირის ფინალურ მატჩს და დაჯილდოების ცერემონიას, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.
პირველი ტაიმი
მეორე ტაიმი