„ჩემი ოცნებები ჩემს ქვეყანაში მინდა ავისრულო“

ცირა ახობაძე

თავისუფალი ხელოვანი, მხატვარი, დიზაინერი, ცირა ახობაძე ნიუ-იორკში ცხოვრობს. „უხილავ ფარდაში“ ის გიამბობთ მისი მხატვრობის მიმართ დამოკიდებულების შესახებ აშშ-ში, ქვეყანაში, სადაც ის 2002 წლიდან ცხოვრობს.


ჩემი ოცნების ქვეყანა ამერიკა არ ყოფილა, – უთხრა მხატვარმა გადაცემის წამყვანს, ოქროპირ რუხაძეს. მხატვარი და დიზაინერი გიამბობთ როგორია ურთიერთობა გალერეასთან, რატომ მომრავლდა უკანასკნელ ხანს ქართველ ხელოვანთა გამოფენები იქ, რატომ არ აწერდა თავიდან ხელს ცირა ახობაძე თავის ნამუშევრებს.