"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" 40 ტონამდე Georgian Heavy ტიპის ნედლი ნავთობის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონის პირობების თანახმად, ნავთობის მიწოდება განხორციელდება ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მდებარე #13 ჭაბურღილის ტერიტორიაზე არსებული ნავთობის შემკრები რეზერვუარიდან.
აუქციონის პირობების თანახმად, ნავთობის მიწოდება განხორციელდება ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მდებარე #13 ჭაბურღილის ტერიტორიაზე არსებული ნავთობის შემკრები რეზერვუარიდან.
კორპორაცია პოტენციურ მყიდველს სთავაზობს ნავთობს შემდეგი ხარისხის მაჩვენებლებით:
სიმკვრივე: 200 ჩ-ზე - 0,8451-0,925 გრ/სმ3; გოგირდის მაქსიმალური წონითი შემცველობა: - 0,6%;წყლის მაქსიმალური წონითი შემცველობა: - 3.5%.
აუქციონში მონაწილეობის მსურველმა განაცხადი კორპორაციაში უნდა წარადგინოს 2017 წლის 23 აგვისტოს 14: 00 საათამდე და წინასწარ გადაიხადოს 1000 დოლარი ან მისი ეკვივალენტი ლარში. აუქციონი 23 აგვისტოს 15:00 საათზე, კორპორაციის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება.
ნავთობის მიწოდება დაიწყება "ხელშეკრულების" გაფორმებიდან არაუმეტეს 14 კალენდარულ დღეში.
აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება აუქციონში მონაწილე, რომელიც ერთი ბარელი
ნავთობის ყიდვისათვის კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით ნაკლებდისკაუნტს.
აუქციონში მონაწილე, რომელიც პირველი დაიწყებს ვაჭრობას სწევს თავის დაფას, რაც ნიშნავს საწყისი ფასის ბიჯით შემცირებას. ანალოგიური წესი (ვაჭრობის დროს უკანასკნელად დაფიქსირებული ფასის ბიჯით შემცირება) მოქმედებს აუქციონში მონაწილეების მიერ დაფის შემდგომი აწევის შემთხვევაში.
წყარო: http://pia.ge/post/143380-qartuli-navtobi-auqcionze-gavida
წყარო: http://pia.ge/post/143380-qartuli-navtobi-auqcionze-gavida