12 აგვისტოს „ცოტნეობის“ დღესასწაულზე მობრძანებულ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სიტყვით მიმართა და მოყვასთათვის თავდადებული ცოტნე აღმსარებლის ღვაწლსა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეზე - „დიდგორობის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. დეპუტატმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიზანს ახალგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ მიზანდასახულობით, ქალაქ ხობში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე - „ჭადრების“ ხეივანში მოეწყობა ინფრასტრუქტურა, სადაც ახალგაზრდებს, კომფორტულ გარემოში დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნებათ.