ნუგზარ ლემონჯავას სახელობის ტურნირი ფეხბურთში


25 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო, ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი სპორტსმენები და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ესწრებოდნენ. საფეხბურთო ტურნირში ხობის „კოლხეთის“, ფოთის „კოლხეთის“, აბაშის „ზანას", ოზურგეთის „მგლების", ხონის, ბათუმის, ზუგდიდის და მარტვილის სასპორტო სკოლების 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობენ. სპორტული ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება. ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია 29 აგვისტოს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. 26 აგვისტო ხობი-ოზურგეთი 16:00 სთ. ხონი -მარტვილი 17:00 სთ. აბაშა- ფოთი 16:00 სთ. ბათუმი - ზუგდიდი 17:00 სთ. 27 აგვისტო ხობი-ფოთი 16:00 სთ. ხონი-ბათუმი 17:00 სთ. აბაშა - ოზურგეთი 16:00 სთ. ზუგდიდი -მარტვილი 17:00 სთ. 28 აგვისტო ნახევარფინალური შეხვედრები დაიწყება 16 და 17 საათზე.