მობილური ექსტენცია ხობში

16-17 აგვისტოს  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის და სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ წარმომადგენლები, ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, „მობილური ექსტენცია რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში, ნოჯიხევის, საჯიჯაოს, ახალი ხიბულის, გურიფულის და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ  და ექსტენციის მიმართულებით არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თხილის ბაღებსა და სიმინდის ნათესებში აზიური ფაროსანას გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებზე.
 ახალი ინვაზიური მავნებელი, აზიური ფაროსანა - ყავისფერი, მარმარა სუნიანი ბაღლინჯო (halyomorpha halys) - სასოფლო- სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების საშიშ მავნებელს წარმოადგენს. მავნებელი აზიანებს 200 სახეობის მცენარეს, მათ შორის, ხეხილოვან კულტურებს, თხილს, ვაზს, კენკრას და სხვა. ძლიერი გავრცელების დროს ზარალმა შეიძლება მოსავლის ღირებულების 70% შეადგინოს.
 მავნებლის სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები: იაპონია, ჩინეთი, კორეა. მავნებელი 2001 წელს დაფიქსირდა აშშ-ში. 2010 წელს მავნებლის მიერ აშშ სოფლის მეურნეობისათვის მიყენებულმა ზარალმა 21 მლრდ დოლარი შეადგინა
https://en.wikipedia.org/wiki/Brown_marmorated_stink_bug
 აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და განსაკუთრებული ზიანი მეთხილეობის დარგს მიაყენა.
 2016 წლის ბოლოს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით, საქართველოში
ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის იმ ქვეყნებიდან, სადაც მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება გააჩნიათ. უცხოელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მავნებელთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას - მონიტორინგს, საინფორმაციო კამპანიას და ქიმიური წამლობის ღონისძიებებს მოიცავს https://www.facebook.com/pg/National.Food.Agency/photos/?tab=album&album_id=1269271593108733
 დაგეგმილი ღონისძიებების მიზანს წარმოადგენს მავნებლის პოპულაციის შემცირება
 აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის განსაზღვრის და შემდგომში წამლობის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, დასავლეთ საქართველოსა და აჭარაში, დამონტაჟდა 21 ათასი დამჭერი ხაფანგი ფერომონიhttps://www.facebook.com/pg/National.Food.Agency/photos/?tab=album&album_id=1326452664057292
https://www.facebook.com/pg/National.Food.Agency/videos/?ref=page_internal
 საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობის მიზნით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო მასალები, ცენტრალურ და ადგილობრივ ტელეარხებზე განთავსდასაინფორმაციოვიდეორგოლიhttps://www.facebook.com/pg/National.Food.Agency/videos/?ref=page_internal
https://www.facebook.com/pg/National.Food.Agency/videos/?ref=page_internal
 თხილის ბაღებში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები, 12 ივნისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდა
 წამლობა 53 000 ჰექტარ ფართობზე ჩატარდა და 351 სოფელი მოიცვა (სამეგრელო-ზემო სვანეთში 29500 ჰა, აფხაზეთში 4000 ჰა, იმერეთში 2400 ჰა, გურიაში 11800 ჰა და აჭარაში 5500 ჰა)
https://www.facebook.com/pg/National.Food.Agency/photos/?tab=album&album_id=1364936016875623
https://www.facebook.com/pg/National.Food.Agency/photos/?tab=album&album_id=1363062647062960
 ქიმიური წამლობისას გამოყენებული იყო ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში
 აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად, თხილის ბაღებში მავნებლის გავრცელების არეალი მაქსიმალურად შემცირდა
 აზიური ფაროსანას პარალელურად, კლიმატური პირობების და უხვი ნალექის გამო, თხილის პლანტაციებში გავრცელდა სოკოვანი დაავადებაც, რამაც ასევე გამოიწვია თხილის მოსავლის დაზიანება და, შედეგად, შემცირება
 აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, თხილის პლანტაციების მიმდებარე ფართობებზე და სიმინდის ნათესებში აქტიურად მიმდინარეობს შეწამვლითი სამუშაოები ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, ხობის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. საერთო ჯამში დაგეგმილია 30 ათასამდე ჰექტარის შეწამვლა.
https://www.facebook.com/pg/National.Food.Agency/photos/?tab=album&album_id=1423461661023058