დეპუტატი ახალგაზრდულ პროექტებში გამარჯვებულებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, „მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში“ გამარჯვებულ ანრი შენგელიას და „სტუდენტური თვითმმართველობისთვის“ პროექტში  ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდის წევრებს შეხვდა. ახალგაზრდებმა დეპუტატთან, ახალგაზრდული პროექტების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. „საქართველოს ხვალინდელი დღე  დიდწილად დამოკიდებულია განათლებულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებზე. თქვენ, განსაკუთრებული როლი გეკისრებათ ჩვენი მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების საქმეში. ჩვენი მიზანია,  ახალგაზრდებთან გვქონდეს მჭიდრო კავშირი, მათთან ერთად განვიხილოთ ხობის განვითარებისათვის აუცილებელი საკითხები და ერთობლივად განვსაზღვროთ მათი განხორციელების გზები“ - აღნიშნა დეპუტატმა. ირაკლი ბერაიას თქმით, ქალაქ ხობში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე - „ჭადრების“ ხეივანში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სადაც ახალგაზრდებს, კომფორტულ გარემოში დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნებათ. 


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ ერთობლივი პროექტის - „სტუდენტური თვითმმართველობისთვის“ გამარჯვებულები გახდა სტუდენტური გუნდი, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ საბაჟოს პრიორიტეტული პრობლემის გადაჭრის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი შეიმუშავა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ ფინანსური მხარდაჭერით, გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის გერმანიისა და პოლონეთის ქალაქებში მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური. ხოლო, ანრი შენგელიამ „მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში“ გაიმარჯვა და აშშ-ი სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიუროს დაფინანსებით ერთი წლით, სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრება.




მიმდინარე წლის 17 აგვისტოს მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ პროექტის „სტუდენტური თვითმმართველობისთვის“ გამარჯვებულებს ნათია ბერიძეს, ნიკა ფანცულაიას, არჩილ არჩაიას, შალვა სარდალიშვილს და FLEX-ის გამარჯვებულ ხობელ მოსწავლეს ანრი შენგელიას შეხვდა. ახალგაზრდებმა დეპუტატთან, ახალგაზრდული პროექტების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.  „საქართველოს ხვალინდელი დღე დიდწილად დამოკიდებულია განათლებულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებზე. თქვენ, განსაკუთრებული როლი გეკისრებათ ჩვენი მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების საქმეში. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებთან გვქონდეს მჭიდრო კავშირი, მათთან ერთად განვიხილოთ ხობის განვითარებისათვის აუცილებელი საკითხები და ერთობლივად განვსაზღვროთ მათი განხორციელების გზები. კარგი იქნება წარმატებულ ხობელ ახალგაზრდებს გქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალი კადრები “ - აღნიშნა დეპუტატმა. ირაკლი ბერაიას თქმით, ქალაქ ხობში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე - „ჭადრების“ ხეივანში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სადაც ახალგაზრდებს, კომფორტულ გარემოში დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნებათ.  არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ ფინანსური მხარდაჭერით, გამარჯვებული გუნდის წევრებითვის გერმანიისა და პოლონეთის ქალაქებში სასწავლო-შემეცნებითი ტური ეწყობა. ხოლო, ანრი შენგელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიუროს დაფინანსებით ერთი წლით, სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრება.  გამარჯვებულ ახალგაზრდებს მაჟორიტარმა დეპუტატმა გზა დაულოცა.