ხობში საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ იზეიმეს

12 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საეკლესიო-სახალხო დღესასწაულიცოტნეობააღინიშნა. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური ყოფისა და რეწვის ნიმუშების, ნახატების და ფერწერული ტილოების გამოფენა, ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა სპორტული შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, ლელობურთში, მკლავჭიდსა და ნარდში. სახელდახელოდ მოწყობილ ფაცხებში, სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ მეგრული კერძები და მოესმინათ მეგრული სიმღერები ანსამბლ „კოლხეთის“ შესრულებით.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგილიმ, პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე  ედიშერ ჯობავამ დღესასწაულზე მობრძანებულთ ცოტნეობისა“ და „დიდგორობის“ დღესასწაული მიულოცეს და ისაუბრეს წმინდა ცოტნე აღმსარებელის განსაკუთრებული ღვაწლისა და „ძლევაი საკვირველის“  შესახებ.


დღესასწაულზე ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა. ირაკლი გეთიას, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის" სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის მწვრთნელს, ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის (ჭადრაკის) განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და რევაზ მიხელაშვილს, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ხობის ჰოსპიტალის ექიმ-ტრავმატოლოგს, ხობის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ.
დღესასწაული კონცერტით დასრულდა. მაყურებლის წინაშე თავიანთი შემოქმედებით გიორგი მეფისაშვილი, თეატრალური კვარტეტი და ანსამბლი „კოლხეთი წარსდგნენ.

Video-Photo