19 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED)წარმომადგენლებმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საარჩევნო თემატიკაზე გამართა შეხვედრა/სემინარი.
პროექტი ემსახურება ადგილობრივი არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდობის, საჯარო მოხელეების და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებები წინასაარჩევნო პერიოდში, მათი ურთიერთობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვის ცნება, რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებების მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში და სხვა.სემინარის მონაწილეებს დაურიგდათ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო.