ირაკლი (დაჩი) ბერაია ქვედა ზენის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება. დღეს, მაჟორიტარი დეპუტატი ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვედა ზენის მოსახლეობას შეხვდა. 
მოსახლეობასთან შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა იყო. დეპუტატის განმარტებით ხობის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს და ეს საკითხი სახელმწიფოს განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი.