ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოქროს საწმისში მოსახლეობას შეხვდნენ და ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაათვალიერეს. „7 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას - დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ჩამოირეცხა შიდა სასოფლო გზები. ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისიის წევრები, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას და ადგენენ ზარალის მოცულობას“ განაცხადა გამგებელმა.