www.khobi.ge უხვი ნალექის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის, ხამისკურისა და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია. პრობლემურ ადგილებზე ასევე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხობის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები. ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალის მოცულობას.
გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში პრობლემები შექმნა. სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ საელიაოში 65 წლის მამამკაცი იმსხვერპლა. მამაკაცს მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე მსხვილფეხა საქონელი გადაჰყავდა, როცა ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მარტვილის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს. სამგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ხობში, ზუგდიდსა და ფოთში. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სოფელ ცაცხვში, ხეთასა და ჭალადიდში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავარგულები დატბორა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.
კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ზუგდიდი-ხობის ცენტრალური გზა, რამდენიმე ადგილას ნაშალი მასალით, ქვებითა და ხეებით ჩახერგა, რის გამოც ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო. ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა ფოთშიც.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია. რომელიც ჩახერგილი გზების გაწმენდით სამუშაოებს პირად ხელმძრვანელობდა. მძიმე ტექნიკის საშუალებით გზების გაწმენდვა მალევე მოხერხდა, არსებულ პრობლემურ მონაკვეტებზე მოძრაობა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, ასევე ზუგდიდის და ხობის გამგებელი.
შსს-ს სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან. გზებზე არსებული ვითარების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საპატრულო პოლიცია.
ჩახერგილი გზების გაწმენდის სამუშაოებში მძიმე ტექნიკით ჩაერთო კერძო სექტორიც. გუბერნატორმა "შარა-გზა მშენის" ხელმძღვანელობა ოპერატიულად გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამეგრეო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული თავად ხელმძღვანელობს. შტაბები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტბშიც.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს მუნიციპალიტეტებში, ხვალიდან ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიები შეისწავლან.
ამჟამად სამეგრელოში აღარ წვიმს.
www.szs.gov.ge
ხობის მაჟორიტარი მოქალაქეებთან ერთად დატბორილ გზას ასუფთავებს (ვიდეო) www.ipress.ge
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ჭალადიდში, ხამისკურში, ხეთასა და პირველ მაისში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. დახოცილია ფრინველი.
მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია ვითარების ადგილზე შესასწავლად თბილისიდან სასწრაფოდ გაემგზავრა. მაჟორიტართან ერთად ადგილზე იმყოფებიან გუბერნატორი ლევან შონია, გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა. მობილიზებულია სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურები.
მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია ვითარების ადგილზე შესასწავლად თბილისიდან სასწრაფოდ გაემგზავრა. მაჟორიტართან ერთად ადგილზე იმყოფებიან გუბერნატორი ლევან შონია, გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა. მობილიზებულია სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურები.
სტიქია ხობში - დატბორილია საავტომობილო გზა და სახლების პირველი სართულები (ფოტო) radioatinati
ხობის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და ღელეების ადიდება გამოიწვია.
პირველ მაისში, ხეთასა და ხამისკურში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები და საავტომობილო გზები.
ობის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შესაძლებელია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
„ავტომობილებს ცენტრალურ გზაზე მიმართულებას ვაძლევთ, სავალ გზაზე მოძრაობა აკრძალული ან შეფერხებული არ არის“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი შონიამ.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან ხობის გამგებელი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.
22:45 07.07.2017 sputnik-georgia.com
ძლიერმა წვიმამ ფოთსა და ხობის
სოფლებში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში. სოფელ ჭალადიდში, ხამისკურში, ხეთასა და პირველ მაისში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. ადგილობრივების განცხადებით, სანიაღვრე არხები წყალს ვერ ატარებენ, რის გამოც დაიტბორა სახლების პირველი სართულები. დახოცილია ფრინველი.
„ ახლა სოფელ ხეთაში ვიმყოფებით და ეტაპობრივად ვეცდებით წვიმის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის აღნუსხვას. ჩვენთან ერთად იმყოფება მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ხობის გამგეობის შესაბამისი სამსახურები“, — განაცხადა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ Sputnik-ის კორესპონდენტთან საუბრისას.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის მოძრაობა 1,5 საათით შეფერხდა.