ხეთის თეატრონზე ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. თეატრონზე შეკრებილი მაყურებლის წინაშე ძველი და ახალი სიმღერებით დავით არჩვაძე და ნიკოლშოუ წარსდგნენ.
კონცერტი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.