14 ივლისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ ერთობლივი პროექტის - „სტუდენტური თვითმმართველობისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და შესაბამისად გამარჯვებული გახდა სტუდენტური გუნდი, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ საბაჟოს პრიორიტეტული პრობლემის გადაჭრის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი შეიმუშავა. „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების ჩართვას სამოქალაქო განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას და ამასთანავე, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. სტუდენტური გუნდი ექვსი წევრისაგან შედგება (თეკლე ბერაია, ნიკა ფანცულაია, ლევან სესკურია, არჩილ არჩილია, ნათია ბერიძე და შალვა სარდალიშვილი), რომელთაგან სამი ხობელი ახალგაზრდაა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ მხარდაჭერით გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის გერმანიისა და პოლონეთის ქალაქებში მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური. პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება - სტუდენტები შეხვდნენ გამგებელს, სადაც განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები; ჩატარდა დასახლების საერთო კრება და გამგებლის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს სტუდენტური გუნდის წევრებს მნიშვნელოვან წარმატებას საზოგადოებრივ საქმიანობაში.