გაიცანით ცირა ახობაძე!

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თბილისის ს
2000-2002 წლებში ხელოვნების კოლეჯში ინსტრუქტორად მუშაობის გამოცდილებაც მიიღო, სადაც სტუდენტებს მხატვრობას ასწავლიდა.
![]() |
მხატვარი ცირა ახობაძე |
დღეს, ცირას ნახატებს არაერთ კერძო კოლექციონერის სურათებში შეხვდებით შვეიცარიაში, რუსეთში, თურქეთში, საფრანგეთში, პოლონეთში და სხვ.
ნახატების გარდა არაჩვეულებრივი სამოსის და სამკაულების კოლექციებსაც ქმნის, რომლებიც გულგრილს არასოდეს დაგტოვებთ.
საყვარელი ფერი-ლურჯი. უყვარს მუსიკა და შემოქმედების პროცესი მის გარეშე ვერც წარმოუდგენია.
ცირას არაერთ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა და დღეიდან ხელოვნების მოყვარულებს კომპანია “Madatart”-ის ორგანიზებულ სოლო გამოფენაზე „ The Symphony of My Soul” ეპატიჟება. ოფიციალური გახსნის საღამო კი 13 ივლისს (6სთ -დან 8სთ-მდე) Sephia Eye Gallery-ში შედგება, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე 547 West 27th Street; Suite#608 New York, NY 10001
იცნობდეთ ცირას!