ხობელ მკლავჭიდელთა წარმატება


7-9 ივლისს, ქალაქ ბათუმში გამართულ მკავჭიდელთა პირველობაზე, რომელშიც საქართველოს, თურქეთის და რუსეთის სახელით მოასპარეზე 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭაბუკმა მკლავჭიდელებმა (მწვრთნელი კობა თუთბერიძე).
I ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (65 კგ. წინითი კატეგორია, მარჯვენა მკლავი);
I ადგილი - გიგა კოდუა (65 კგ. წინითი კატეგორია, მარცხენა მკლავი);
II ადგილი - ანრი ბუკია (55 კგ. წინითი კატეგორია, მარცხენა და მარჯვენა მკლავი);
III ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (65 კგ. წინითი კატეგორია, მარცხენა მკლავი);
მკლავჭიდელთა ტურნირის გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.