31 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ცენტრალური სტადიონისთვის გიორგი (გოგი) მამფორიას სახელის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განხილვაში მონაწილე პირებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ცენტრალური სტადიონისათვის გიორგი (გოგი) მამფორიას სახელის მინიჭების საკითხს.
გოგი მამფორიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ხობის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებაში. ის, წლების განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობდა ხობის „კოლხეთის“ შემადგენლობაში და აქტიურად იყო ჩართული ნორჩი სპორტსმენების აღზრდის საქმეში.
გოგი მამფორია აქტიურ სპორტულ ცხოვრებასთან ერთად ხეთის საშუალო სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა (გეოგრაფიის მასწავლებელი და სასწავლო ნაწილის გამგე) და მოსწავლე-ახალგაზრდობის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.