2017 წლის 20 ივლისს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შედგა საინტერესო შეხვედრა - 2016 წლის 29 წარჩინებულ კურსდამთავრებულს საზეიმოდ გადაეცა ოქროსა და ვერცხლის მედლები, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები. ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს, საქველმოქმედო ფონდ - ,,ხობმა“ გადასცა წიგნები - 380 ქართული ხალხური სიმღერა, ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით, რომელიც 16 კომპაქტ - დისკს მოიცავს და წიგნი - ,,ქართული ხალხური პოეზია“. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ოქროს მედალოსანი პედაგოგები: ნაზიბროლა ბაჩილავა და ნარგიზა მიქაძე. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა - პასუხის რეჟიმში. ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულმა ღონისძიებამ, საინტერესო სჯა - ბაასმა განწყობა აუმაღლა დამსწრე საზოგადოებას.