ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თათბირი

19 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ გამგებლის მოადგილეებთან და გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართ.
თათბირის ძირითადი თემა სოციალურ პროგრამებს შეეხებოდა, კერძოდ  ერთჯერად დახმარებებს, სახლების
 შეკეთებას და  ეტლით მოსარგებლე პირების დახმარებას. განხილულ იქნა ქარიატასა და ძველ ხიბულაში ამბულატორიის რემონტის მიმდინარეობის საკითხი.  გამგეობის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩასარიცხად საჭირო ცნობის გაცემის თაობაზე,  18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ბაზის შექმნასა და „ცოტნეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით.
   გამგებელმა პირადად გამგებლის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია ადმინისტრაციულ  ერთეულებში მიმდინარე სხვადასხვა სამუშაოებთან დაკავშირებით.











         შეხვედრაზე ერთობლივად დაიგეგმა უახლოესი პერიოდისთვის განსახორციელებელი სამუშაოები.