18 ივლისს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის დაბადების დღის აღსანიშნავად ხობის (ნოჯიხევის) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მღვდელმთავრებმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ სამადლობელი პარაკლისი აღავლინეს. მონასტრის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ასევე დაეთვალიერებინათ ტაძრის მიმდებარედ არსებული ყოფილი „საკათალიკოსო სასახლის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს მეუფე გრიგოლს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობას და დიდი ხნის სიცოცხლეს.