შეხვედრა სოფლის მეურნეობის საკითხებზე

11 ივლისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურმა  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  ერთად  პატარა ფოთის და შავღელეს  ადმინისტრაციულ ერთეულებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მიერ „ერთიანი აგროპროექტის“ (http://apma.ge/main) ფარგლებში  ინიცირებული პროგრამები და პროექტები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა “აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაზე“.
  პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში.
პროგრამა ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
პროგრამა ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში.
პროგრამის მიზნები:
• პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა;
• არსებული ბაღების პოტენციალის
მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა;
• მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
• საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
პროგრამის კომპონენტები:
პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.
• 
პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
• 
გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
პროგრამის პრიორიტეტები:
პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტების ფარგლებში დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები:
• ხურმა; • ვაშლი;• ატამი; • კივი;• ბოსტნეული; • დაფნა; • თაფლი;• კენკროვანი კულტურები;
• თაფლოვანი კულტურები.

პროგრამით  დაინტერსებულ ფერმერებს დეტალური ინფორმაციისთვის შუძლიათ სამსახურს მიმართონ მისამართზე: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის#189, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული, ოთახი 303, ტელეფონი: 595858393:  595 858322.