ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა


31 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები.

დღევანდელ სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთი 116.7 ათასი ლარი და ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული 140,3 ათასი ლარი სულ 257,0 ათასი ლარი მიიმართა შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: „პრიორიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ასიგნებებზე“ 222,0 ათასი ლარი, პრიორიტეტის „მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ ასიგნებებზე 35,0 ათასი ლარი. საკრებულოზე ასევე მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის იანვარ-ივნისის თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომელიც საკრებულოს მიერ ცნობად იქნა მიღებული. 
რაც შეეხება „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტებს ცვლილებები განხორციელდა საკრებულოს ნორმატიული აქტების სამართლებრივი ზედამხედველობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად, რომლის თანახმადაც გარდა პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობისა, დადგენილებით განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა სახელფასო სარგოები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.