საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ,
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
12 და 15 ივნისს, უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის და ღელეების ადიდება გამოიწვია.
კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები,
დააზიანა ბონდის ხიდი, ხიდბოგირები და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა,
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობოდნენ მდგომარეობას. პრობლემურ ადგილებზე ასევე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხობის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები.
სიუჟეტი იბერია ტვ-ზე
სიუჟეტი იბერია ტვ-ზე