24–25 ივნისს, მესტიის ლერი ნაკანის სახელობის სპორტულ დარბაზში, გაიმართა ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში, 2003–2004 და 2005-2007 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა ირაკლი ლეფსაიამ, რომელმაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.