ქარიატისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად იცვლება: კარ-ფანჯრები, წყალსადენი ქსელი, კანალიზაციისა და ელექტროგაყვანილობის სისტემა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 22500 ლარია.
მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ მუნიციპალური პროგრამა. პროგრამის მიზანი ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და დამატებითი ამბულატორიული მომსახურების გაწევაა იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში სადაც არ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამბულატორიული პროგრამა.
2016 წელს პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დახმარება გაეწია 6500 ბენეფიციარს.