20 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება გაიმართა. გასაუბრებაზე
დაშვებული იყო ხუთი კანდიდატი, რომელთაგან გასაუბრებაზე გამოცხადდა ერთი
კანდიდატი.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის
გადაწყვეტილება გამგეობის ინფრასტრუქტურის,
ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული
პროექტების მართვის განყოფილების ურბანული განვითარების საკითხებში წამყვანი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობასთან
დაკავშირებით აპლიკანტებს ეცნობებათ დღის ბოლომდე.