ხობის მუნიციპალიტეტში
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-48) ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის
მე-2 კილომეტრზე, მდინარე ყორათზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურულ პროექტს,
რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 მილიონ 677 ათას ათას ლარს შეადგენს, საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს.
არსებული ხიდი ავარიულ
მდგომარეობაშია და განხორციელდება მისი დემონტაჟი. სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების წარმოების
პერიოდში მოძრაობის გადართვა გათვალისწინებულია სპეციალურად მოწყობილ დროებით გზაზე,
დროებითი სახიდე გადასასვლელით.
ახალი ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95
მეტრი იქნება. სამუშაოზე დასაქმდება ადგილობრივი მუშა-ხელი.