ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის „ტყის მცველნის“ ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო დასუფთავების აქცია. სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა კარსტული წარმოშობის ტბის-პაპანწყვირეს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
9 ივლისს, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით გაიმართება მორიგი ღონისძიება - ნარჩენებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.