13 ივნისის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. თბილისში მომხდარ სტიქიას ორი ხობელი ახალგაზრდა - ინდირა და ლიზი ზარანდიები ემსხვერპლა.
ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა კირიონ დარსაელიამ ინდირა და ლიზი ზარანდიების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
www.khobi.ge