ტურნირთა ლიგის აპრილის საუკეთესო მოთამაშე მიხა gamichite ქორთუა გახდა

2 მაისს ტურნირთა ლიგის აპრილის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიხა gamichite ქორთუამ გაიმარჯვა და WSOP Circuit Brussels-ის საგზური მოიგო.
თვის ლიდერბორდში gamichite-მ 62-ე ადგილი დაიკავა და adjarabet.com-ზე გამართულ ტურნირზე 4300 ჩიპით დაჯდა. ფინალურ მაგიდასთან მის წინააღმდეგ თამაშობდნენ ტურნირთა ლიგის რეგულარები mgeli75 და BACHA007.
მიხა ქორთუა ბრიუსელში WSOP Circuit-ის €1,675-იან მთავარ ღონისძიებაზე გაემგზავრება. ფინალური მაგიდის დანარჩენმა მონაწილეებმა 2000-ლარიანი საპრიზო ფონდი გაიყვეს.