კვირეულის ფარგლებში ღონისძიება „მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“ გაიმართა

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, პროექტის - „მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ხობელებზე უცნობი ისტორიები მოიძიეს, დაამუშავეს და ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ. 
ღონისძიებას, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია,  საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.
კულტურულ-შემეცნებითი პროექტი ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“  ორგანიზებით განხორციელდა.