24-27 მაისს, ქალაქ გორში გაიმართა, მსოფლიო ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის მე-9 საერთაშორისო ტურნირი კრივში. სპორტულ შეჯიბრებაში ბელარუსიის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივეები მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა ბაკურ ჩიქოვანმა და 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობის გამარჯვებული გახდა.