საზეიმო ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტში

ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და შოთა რუსთაველის  850  წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ.
კონცერტის პარალელურად ღონისძიება - „გადავწეროთ ვეფხისტყაოსანი“ მიმდინარეობდა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში.
დღის ბოლოს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ხეთელი ფეხბურთელები გახდნენ, რომლებმაც ფინალურ შეხვედრაში, ხობის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხეს. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.































































#26მაისიესდღეჩვენიარუსთაველი850#ხობი2017