28 მაისი, პირველი მაისის ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად
მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა
ნიკოლოზის სახელობის ტაძრის კურთხევის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა
იაკობ სურმავამ საზეიმო წირვა აღავლინა. ღვთისმსახურებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის
გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
მეორე დღეა, პირველი მაისის სამონასტრო კომპლექსში
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „დედოფალია"
დაბრძანებული. ეს არის ხატი, რომელიც აბსოლუტური ანალოგია ათონის მთაზე, ივერონის მონასტერში დავანებული დედა ხატის - ივერიის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც პორტაიტისა (კარიბჭისა) ეწოდება. ხატმა სახელი
თავად დაირქვა - "დედოფალი" - ათონის წმინდა მთაზე მოგზაურობისას მომლოცველები
და ათონელი ბერები მას ხვდებოდნენ შეძახილით: "დედოფალი მობრძანდება!".
საქართველოს პატრიარქმა მას «სიხარულის მომნიჭებელი» უწოდა. ხატის ჩაბრძანების ორგანიზატორი - სამონასტრო კომპლექსის ქტიტორი,
გოდერძი ბუკიაა.