20 მაისს, კლინიკა „მკურნალში“, აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის
სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ჰიპერტენზიის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით მიმდინარე აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არტერიული ჰიპერტენზიის
ანუ მაღალი წნევის, როგორც სისხლძარღვოვანი
გართულებების ძირითადი რისკ-ფაქტორის შესახებ უფასო კონსულტაციას გაუწევენ.
აქციის მიზანი არტერიული ჰიპერტენზიის-მაღალი
არტერიული წნევის ადრეული გამოვლენა და ამ კლინიკური მდგომარეობის გართულებების თავიდან
აცილებაა.
დაინტერესებულ
პირებს უფასო მომსახურების მიღება კლინიკა მკურნალში, 13 საათიდან შეეძლებათ.
მისამართი:
ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა N193.