საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი "Sassari City Matteo Pellicone Memorial" გაიმართა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში წარმატებით იასპარეზა ხობელმა ჩემპიონმა ნუგზარ წურწუმიამ. ხობელმა ფალავანმა ფინალურ შეხვედრაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა და 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ახალგაზრდა სპორტსმენს, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.