20 მაისს ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმში, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გაიმართა თვითნასწავლი მხატვრისა და ფოტოგრაფის, ირაკლი შონიას ნახატების და ფოტო-ნამუშევრების ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით „რწმენის ძალა“. გამოფენილი ნამუშევრები რელიგიურ თემატიკაზე მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ნახატების ნაწილს წარმოადგენს, რომლის დათვალიერების საშუალება დაინტერესებულ პირებს 27 მაისამდე შეეძლებათ.
ქ.ხობის #2 საჯარო სკოლის 4 ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელი მაია ნოდია |