ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა


ჩემო თანამოქალაქეებო! გილოცავთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისი გამორჩეული თარიღია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ამ დღემ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ქვეყნის მომავალი. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება ნებისმიერი ერის ცხოვრებაში გამორჩეული მოვლენაა, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი ქარტეხილი დასტყდომია თავს, მაგრამ ჩვენი წინაპრების თავდადებამ, დიდმა ეროვნულმა კულტურამ და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულმა შეუძლებელი შეაძლებინა.
„ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ“. სიმბოლურია, რომ წელს, დამოუკიდებლობის დღეს საქართველო, დიდი მწერლის, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ყოველმა მოქალაქემ იგრძნოს თავი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს სრულფასოვან მოქალაქედ. მჯერა, შრომითა და თანადგომით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ არაერთ კარგ საქმეს გავაკეთებთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დღეს როცა აღსრულდა ჩვენი წინაპრების დიდიხნის ოცნება - საქართველო შეუერთდა სუვერენული სახელმწიფოების ოჯახს.
პატივისცემით,
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია.




13:00  -  მუსიკალურ-თეატრალიზებული კომპოზიცია - „ჩვენ ვართ მომავალი საქართველოსი(ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია)
14:00  -  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და შოთა რუსთაველის  850  წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ფოლკლორული ანსამბლკოლხეთისა“  და  თსუ  „გორდელასმონაწილეობით (მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი);
16:00 - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი. (ხობის ცენტრალური სტადიონი)